ხშირად დასმული კითხვები

ამ განყოფილებაში ჩვენი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე ვეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეცა პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.

როგორ ხდება ავტომობილის შეძენა?

COPART და IAAI სადაზღვევო აუქციონებზე ავტომობილის შერჩევის და თქვენს მიერ დამტკიცების შემდეგ ჩვენი გაყიდვების ჯგუფის მიერ ხდება შეძენა.

რა ღირს ავტომობილის ტრანსპორტირება?

ტრანსპორტირების ღირებულება ანგარიშდება ავტომობილის ადგილმდებარეობის მიხედვით შეერთებულ შტატებში.

რა დამიჯდება ავტომობილის გამბაჟება?

ავტომობილის გამბაჟების საფასური შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე.

როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?

საიტზე რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა მიუთითოთ შემდეგი მონაცემები: თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელ.ფოსტა, ტელეფონი +995 გარეშე, შეიყვანოთ სასურველი პაროლი. აუცილებელია დაეთანხმოთ საიტის მოხმარების წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შემდეგ ეტაპზე მობილურ ტელეფონზე მიიღებთ SMS შეტყობინებას კოდით, რომლის შეყვანის მერე თქვენი რეგისტრაცია წარმატებით იქნება დასრულებული.

როგორ აღვადგინოთ პაროლი?

პაროლის აღსადგენად საჭიროა ჩაწეროთ სწორი ტელეფონის ნომერი, რომელიც იყო მითითებული რეგისტრაციის დროს. სწორად ჩაწერის შემთხევაში თქვენ გამოგეგზავნებათ SMS შეტყობინება ახალი პაროლით.

როგორ ვნახო ინვოისები?

ინვოისები შეგიძლიათ იხილოთ პირად კაბინეტში ავტომობილის სრულად ნახვის გვერდზე.

როგორ შემიძლია გადავიხადო?

პირად ანგარიშში ინვოისის ატვირთვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება მოახდინოთ ნებისმიერ თბს ბანკის ფილიალში.

როგორ ვნახო ხელშეკრულება?

ელექტრონული ხელშეკრულება შეგიძლიათ იხილოთ ავტომობილის სრულად ნახვის გვერდზე.

როგორ ვნახო ავტომობილის სურათები?

სურათები განთავსებულია პირად კაბინეტში ავტომობილის სრულად ნახვის გვერდზე.

სად ვნახო ინფორმაცია შეძენილი ავტომობილის შესახებ?

ავტომობილის შეძენის შემთხევავში თქვენს პირად კაბინეტში 24 საათის განმავლობაში იქნება ატვირთული სრული ინფორმაცია ავტომობილის და ტრანსპორიტრების შესახებ, რის შემდეგ მიიღებთ SMS შეტყობინებას.

დაგვისვით კითხვა

დატოვეთ განაცხადი და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით

ჩვენი სპეციალისტები ინდივიდუალურად შეარჩევენ
თქვენთვის სასურველ ავტომობილს მისაღებ ფასად