სამომხმარებლო შეთანხმება

1. გამოყენების პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულ შეთანხმებას თქვენსა და შპს «იუესეი ქარს»-ის (შემდგომში - კომპანია „Caucasus Auto Forwarder“-ი) შორის, რომელიც განსაზღვრავს კომპანია Caucasus Auto Forwarder-ის ვებ-საიტზე caf.ge მოცემული საინფორმაციო მასალების გამოყენების პირობებს.

ქსელის მეშვეობით caf.ge-ის ვებ-საიტთან (შემდგომში - „საიტი“) დაკავშირებით, მისი შემცველობის დათვალიერებით და საკუთარი მიზნით სარგებლობით, თქვენ აღიარებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და მიიღეთ მოცემულ შეთანხმებაში ჩამოთვლილი მოთხოვნები და შეზღუდვები. თუ თქვენ არ ეთანხმებით სარგებლობის პირობებს, მაშინ არ ისარგებლოთ საიტით. კომპანია Caucasus Auto Forwarder-ი იტოვებს უფლებას შეცვალოს მოცემულ დოკუმენტში აღწერილი საიტით სარგებლობის პირობები, მომხმარებელთათვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ასევე, თქვენს მიერ საიტით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით ასეთ განახლებულ პირობებს.

2. მომსახურების აღწერა.

„caf.ge“ არის ავტომანქანების იმპორტიორი კომპანიის ვებ გვერდი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ავტომობილების მიწოდებას (აუქციონიდან ან სხვა ფორმებით) აუქციონების, მომხმარებლების ან დილერების საშუალებით.

ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია დეტალურად გაეცნოს ინფორმაციას მის მიერ შეძენილი ავტომობილის შესახებ;
მიიღოს აქტუალური ფოტო მასალები ავტომობილის შეძენიდან ჩვენს ბაზაზე ტრანსპორტირებისას და კონტეინერში ჩატვირთვის/დაცლის დროს;
გაეცნოს ინფორმაციას ტრანსპორტირების შესახებ;
მიიღოს SMS შეტყობინებები;

თქვენ ასევე გესმით და თანახმა ხართ, რომ „Caucasus Auto Forwarder“ არის მხოლოდ ავტო იმპორტიორი კომპანია და არ აკონტროლებს გამყიდველის, აუქციონის დილერის ან სხვა ავტომანქანების ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, პროდუქტის ხარისხს, სამართლებრივ მხარეს ან უსაფრთხოებას. თქვენ გესმით და თანახმა ხართ, რომ „Caucasus Auto Forwarder“ მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მომხმარებელთა, გამყიდველთა, აუქციონის, დილერების, ბროკერების და სხვა პირების იდენტიფიცირება და ასევე, ვერ მოგცემთ ავტომობილების ხარისხისა და მდგომარეობის გარანტიას.

3. უფლებების შეზღუდვა.

საიტის ყველა მასალა დაცულია საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობით, წარმოადგენს კომპანია Caucasus Auto Forwarder-ის ან მასალების მითითებული ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას. მოცემული შეთანხმების ფარგლებში კომპანია Caucasus Auto Forwarder-ი უფლებას გაძლევთ გააკეთოთ საიტზე განთავსებული მასალების ასლები მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში არაკომერციული (ან, თუ თქვენ ხელმოწერილი გაქვთ კომპანია Caucasus Auto Forwarder-თან პარტნიორული შეთანხმება, ჩვენი დამკვეთების ორგანიზაციის ფარგლებში) სარგებლობის მიზნით, ასევე პირადი მიზნებისთვის. საიტის მასალების სხვაგვარად გამოყენება არ არის ნებადართული. მოცემული ნებართვის წარმოდგენა ხდება იმ პირობით, რომ, გამოყენების შემთხვევაში, თქვენ აღნიშნავთ მოცემული მასალების კომპანია Caucasus Auto Forwarder-ის ვებ-საიტიდან აღებას, ასევე, თქვენ არ შეცვლით ამ მასალებს და შეინახავთ მათში მოცემულ ყველა მონაცემს ავტორების (უფლებების მფლობელთა) შესახებ. ამ შეთანხმების ნებისმიერი პირობების დარღვევის შემთხვევაში ნებართვა გაუქმდება. დამატებითი შეზღუდვები შეიძლება იყოს მოცემული ამ ვებ-საიტის გვერდებზე იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც ისინი განეკუთვნება. იმ შემთხვევების გარდა, რომელთა ნებართვებიც მოცემულია ამ შეთანხმებაში, საიტზე მოცემული რაიმე სახის ინფორმაცია არ შეიძლება იყოს აღწარმოებული რაიმე ფორმით ან რაიმე ხერხით კომპანია Caucasus Auto Forwarder-ის ან შესაბამისი უფლების მფლობელი პირის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

4. მყიდველის რეგისტრირებული ანგარიშები.

რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდგომ, თქვენ მიიღებთ შექმნილ ანგარიშს, მომხმარებლის სახელს და პაროლს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი უზრუნველყოთ მომხმარებლის სახელისა და პაროლის უსაფრთხოება. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც განხორციელდება თქვენი ანგარიშის მეშვეობით ვებ გვერდზე. „Caucasus Auto Forwarder“ არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციაზე, რომელიც თქვენ შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს, არ არის პასუხისმგებელი თუ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი იქნება დაკარგული, შეცვლილი ან მოპარული.

თქვენ თანახმა ხართ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინებთ „Caucasus Auto Forwarder“-ს თქვენი ანგარიშის არა ავტორიზებულ გამოყენებას, ან სხვა დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებასთან. თქვენ თანახმა ხართ, რომ გამოხვალთ თქვენი ანგარიშიდან თითოეული სესიის დასრულების შემდგომ. ამ მუხლში მოცემული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „Caucasus Auto Forwarder“ ვერ და არ აგინაზღაურებთ მიღებულ დანაკარგს და ზარალს.

5. უზუსტობები და შეცდომები.

ვებ გვერდზე წარმოდგენილი პროდუქტის აღწერა, ფოტო სურათები ან სხვა ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს უზუსტობებს ან/და შეცდომებს (რომელიც ლიმიტის გარეშე მოიცავს: ავტომანქანის დასახელებას, ავტომანქანის ზოგად სტატუსს ან სხვა ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ საკითხს). „Caucasus Auto Forwarder“ და მისი პარტნიორები არ იძლევიან მსგავსი ინფორმაციის სიზუსტის გარანტიას. ავტომობილის ყიდვამდე, თქვენ ვალდებული ხართ მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია, დარწმუნდეთ, შეამოწმოთ, გამოიკვლიოთ ინფორმაცია ავტომანქანის მოდელის, დასახელების, მდგომარეობის, დაზიანების, გარბენის, სტატუსის და ისტორიის შესახებ.

6. იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები.

მყიდველის პასუხისმგებობაა დაიცვას საბაჟო იმპორტისა ან/და ექსპორტის პროცედურები, რომელიც ვრცელდება უცხო ქვეყნის ავტომანქანებზე. მოახდინოს საბაჟო ინსპექტირება, გადაიხადოს იმპორტისა ან/და ექსპორტის გადასახადი, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს ავტომანქანის ემისიის შესაბამისობის მტკიცებულება.

7. საკანონმდებლო რეგულირება.

ამ ვებ-გვერდის მასალებისა და მათი გამოყენების შესახებ რაიმე სამართლებრივი ჩვენებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებით და სამართლებრივი აქტებით.